21/08/201 829 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ოცნებასთან" შეთანხმების გარეშე "პატრიოტები" ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას ვერ შეძლებდნენ - ოპოზიცია

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ეხმაურებიან.
ოპოზიციაში მბობენ, რომ  "ოცნებასთან" შეთანხმების გარეშე "პატრიოტები" ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ვერ შეძლებდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, "პატრიოტთა ალიანსს" ივანიშვილის სატელიტს უწოდებს და ამბობს, რომ ინაშვილი და თარხან მოურავო ოკუპირებულ ტერიტორიაზე სწორედ "ოცნების" დავალებით ჩავიდნენ.
პატრიოტთა ალიანსი ეს არის ღიად გამოხატული პრორუსული ძალა , რომელიც "ოცნების", ბიძინა ივანიშვილის პარტიის სატელიტს წარმოადგენს. რა საკვირველია ხელისუფლების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, გადმოსვლა და შემდეგ ყოველგვარი თვითიზოლაციის ან კარანტინის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა მიუთითებს, იმას, რომ ისინი ზუსტად "ქართული ოცნების" ხელშეწყობით და დავალებით იმყოფებოდნენ, - ამბობს დეკანოიძე
უცნაური ამბავია, რომ გადასვლა და ვიზიტი შედგა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი და წარმოუდგენელია როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, _ თქვა გიგი წერეთლმა.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვები აქვს მმართველი გუნდის ყოფლ წევრს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, თუ ინაშვილი და თარხან მოურავი მართლაც იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საკითხავია არა მხოლოდ მიზეზი, არამედ, ის, თუ როგორ მოახერხეს იქ გადასვლა.
ცნობისთვის, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ასისტენტს, ლაშა საკანიას შეხვდნენ. ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანების ორგანიზაცია „არუაა“ ადასტურებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა 18 აგვისტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე შედგა. ორგანიზაცია მოუწოდებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს დაადასტუროს, ან უარყოს ეს ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტების" აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 20 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY