10/02/202 393 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საფრანგეთის ელჩი - ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის შენახვა ევროპაში ყოფნისას, ამიტომ ეს არის ის, რაც მკაცრად უნდა შემოწმდეს საქართველოში

ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის შენახვა ევროპაში ყოფნისას, ამიტომ ეს არის ის, რაც მკაცრად უნდა შემოწმდეს საქართველოშიც და საფრანგეთშიც, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ელჩმა განმარტა, აღნიშნული ინიციატივის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებს არღვევენ.
„ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, რომელიც თავის მხრივ დიდი წარმატებაა, რომელიც ძალიან ბევრ ქართველს შესაძლებლობა აძლევს ევროკავშირის ფარგლებში ვიზის გარეშე იმოგზაუროს. ამ წარმატების პარალელურად არის ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც არღვევს თავშესაფრის სისტემას. აქედან გამომდინარე ახლა ჩვენ გვაქვს პრობლემა თავშესაფრის სისტემისა და ჯანდაცვის სერვისების მენეჯმენტთან დაკავშირებით. ამ მიზეზებიდან გამომდინარე გვსურს, რომ საბუთები შემოწმდეს, როდესაც ადამიანები საქართველოდან მიემგზავრებიან ევროკავშირში. ამას არ დასჭირდება ვიზა, თუმცა ვიზისგან თავისუფალი რეჟიმი არ გულისხმობს პირობებისგან თავისუფლებას. არის გარკვეული პირობები, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელია ევროკავშირში მოგზაურობისას და ერთ-ერთი არის ის, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის შენახვა ევროპაში ყოფნისას, ამიტომ ეს არის ის, რაც მკაცრად უნდა შემოწმდეს საქართველოშიც და საფრანგეთშიც, როდესაც ადამიანები ჩამოვლენ“, - განაცხადა დიეგო კოლასიმ.
ელჩი რამდენიმე დღეში ქუთაისის აეროპორტში ვიზიტსა და ამ მიმართულებით არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავს.
„არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია თუ ზუსტად როდის დაიწყება ამ პოლიტიკის გატარება, მე თვითონ ვეწვევი ქუთაისის აეროპორტს დაახლოებით 10 დღეში, რომ ადგილზე გავეცნო როგორ მიმდინარეობს პროცესი, თუმცა ძალიან მონდომებული ვართ, რომ საზღვრის გამკაცრებული კონტროლი დაიწყოს. ჩვენი პოლიტიკა მხოლოდ კონტროლს არ ეხება, ეს ასევე გულისხმობს ნაკადის თავისუფალი მიმოსვლის ორგანიზებას და ეს წარმატებული იქნება იმდენად, რამდენადაც საქართველოსა და ევროკავშირს კიდევ უფრო დააახლოვებს, სწორედ ამიტომ, ჩვენ გვსურს ასევე, რომ მოვახდინოთ დასაქმების მიზნით მოგზაურობის პროპაგანდა, თუმცა ლეგალურ და კონტროლირებად დასაქმებას ვგულისხმობ“, - განაცხადა ელჩმა.
დიეგო კოლასის თქმით, ლეგალური დასაქმების მიმართულებით შეთანხმება ახლა შედის ძალაში და მხარეები მუშაობენ მის იმპელენტაციაზე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.