17/08/201 556 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგა ბოკერია - ვისაც აქვს ილუზია, რომ ხელისუფლებაში ერთპიროვნული მმართველობით მოვა ან დაბრუნდება, მწარედ ცდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველას, ვისაც აქვს ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ერთპიროვნული მმართველობით მოვა ან დაბრუნდება, „მწარედ ცდება“. მისი თქმით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ კოალიცია საჭირო არაა, შეცდომაა. როგორც ბოკერია აცხადებს, კოალიცია გარდაუვალია და „ოპოზიციას გონივრულ კომპრომისებზე წასვლა მოუწევს“.
„ევროპული საქართველოს“ და მთელი საზოგადოების ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან არჩევნებში დამარცხება და შემდეგ ევროპული კოალიციის შეკვრა, სწორედ ამას გავაკეთებთ ჩვენ. ყველას, ვისაც აქვს ილუზია, რომ ერთპიროვნული მმართველობით მოვა ან დაბრუნდება ხელისუფლებაში, მწარედ ცდება. ეს არ არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და ეს ვერ მოხდება. კიდევ უფრო გაუგებარია, თუ რომელიმე სხვა პარტიას არ მოსწონს, რომ მათი დღევანდელი ლიდერები არ გვინდა ხელისუფლებაში. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები გვინდა რომ იყვნენ წარმოდგენილები ხელისუფლებაში, როგორც ყველა პარტიას. სრულიად ავტორიტარული ინსტიქტია თუ ვინმე ბრაზდება იმაზე, რატომ არ მოგწონთ ჩვენი ლიდერებიო“,- აცხადებს ბოკერია. მისი თქმით, კოალიციის თაობაზე მოლაპარაკებები არ არის, მარტივი თუმცა, რეალურია.
„რაც შეეხება ჩვენს საერთო წარსულს, ზოგიერთებისგან განსხვავებით ყველას ყოველთვის ხაზგასმით სრული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული კარგზეც და ცუდზეც, რაც ადრე ხდებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ ლიდერს ავიწყდება ხოლმე და იძახიან, რომ მიღწევები მათია და შეცდომები - არა. იმის შემდეგ ჩვენი პარტიების გზები გაიყო, სწორედ იმიტომ, რომ განსხვავებული ხედვა გვაქვს. ბატონი სააკაშვილი თვლის, რომ კოალიცია არ დასჭირდება. ჩემი აზრით, ეს შეცდომაა. ბუნებრივია, რომ მათ არ ვუჭერთ მხარს. კოალიციის მოლაპარაკებები არ არის მარტივი, მაგრამ აბსოლუტურად რეალურია“,- განაცხადა ბოკერიამ. კითხვაზე, ხომ არ შეიძლება, რომ „ევროპული საქართველო“ რაიმე ფორმით „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში ვიხილოთ, ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილთან კოალიცია გამორიცხულია.
„გამოვრიცხავთ, რადგან ეს კაცი მისი პერსონიდან და ხედვებიდან გამომდინარე არის საფრთხე საქართველოს მომავლისთვის“,- აცხადებს ბოკერია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY