ბელორუსში სპეცრეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა - საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუშინ 16 აგვისტოს თბილისიდან მინსკი სპეციალური რეისით ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მ.წ დაბრუნდა. უწყების განცხადებით, ელჩი 6 აგვისტოდან საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა ბოლო დღეებში ბელორუსში განვითარებული მოვლენების გამო "საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში". ამ თემაზე განცხადება უწყებამ საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
"გამომდინარე იქიდან რომ ბელორუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას მიღებულ იქნა გადაწყვეყილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.
ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.
შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან," - წერია საგარეოს განცხადებაში.საგარეო აღნიშნავს, რომ აუცილებელია ბელორუსში პრობლემები მშვიდობიანად გადაწყდეს.