Babajana LOGO

მაჟორიტარობის კანდიდატობის დაანონსების შემდეგ, ზურა ჯაფარიძეს ანგარიშები დაუყადაღეს

10 აგვისტოს 2020 11:56ნახვები 981წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
ზურა ჯაფარიძეს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ  საბანკო ანგარიშები დაუყადაღა. ინფორმაციას და შესაბამისი დოკუმენტების  ფოტომასალას ჯაფარიძე Facebook-ზე ავრცელებს. ჯაფარიძე აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებას, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ კანდიდატად, საკუთარი თავის წარდგენას უკავშირებს.
ეგრევე ძველი ჯარიმების ამოღებით დაიწყეთ? დიდუბე-ჩუღურეთი ჩაკეტეთ და ვოლსკი ჩატოვეთ შიგნით, იქნებ მაგან გიშველოთ.- წერს ჯაფარიძე. 
პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2020 წლის არჩევნებში კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის - ამის შესახებ ჯაფარიძემ სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "გირჩის" მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში მისი კანდიდატურის გარეშე რთულად წარმოუდგენია. 
ჯაფარიძის გარდა, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს  "გირჩის" ბორდის წევრს იმედა კლდიაშვილსაც

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania