Babajana LOGO

რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოცაა ნახსენები

07 აგვისტოს 2020 03:33ნახვები 960წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის "გლობალური ჩართულობის ცენტრმა" (GEC) რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო და უკრაინაცაა ნახსენები. ამ დოკუმენტის გამოქვეყნებით, სახელმწიფო დეპარტამენტი კონრგეისის მიზანს ასრულებს, რაც დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან დაპირისპიერებას მოიცავს, რომელიც მიმართულია აშშ-სა და მისი მოკავშირეების, პარტნიორების წინააღმდეგ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მრავალი თემის გარშემო დეზინფორმაციის და პროპაგანდის შექმნისა და გავრცელების საქმეში.
"მაგალითად, ახლახან, თქვენ მედიაში ნახავდით, რომ რუსეთი იყენებს მარიონეტულ საიტებს, კერძოდ COVID- ის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად. კომისიამ დაადგინა, რომ ეს მართალია. მაგრამ COVID-19 არ არის ერთადერთი თემა, რაზეც რუსეთი ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. მარიონეტული საიტები დეზინფორმაციის გაცილებით დიდი ეკოსისტემის ნაწილია", - წერია განცხადებაში. დოკუმენტში მსგავსი საიტების 7 მაგალითია მოყვანილი. მათ შორისაა საინფორმაციო სააგენტო News Front, რომელიც რუსეთის მედიის მარეგულირებლის Roskomnadzor-ის მიერ არის რეგისტრირებული და ოკუპირებულ ყირიმშია დაფუძნებული. ანგარიშის მიხედვით, News Front-ის მფლობელი მედია ჯგუფი News Front-ია, რომლის თანადამფუძნებელი კონსტანტინ კნირიკია, News Front-ს თავდაპირველად Crimean Front-ი ერქვა და მისი მიზანი რუსეთის საინფორმაციო მხარდაჭერა იყო 2014 წლის ანექსიის მცდელობის დროს. 2014 წლის მოვლენების შემდეგ, მედია ჯერ Crimean Front-ი South-Eastern Front-ად, მოგვიანებით კი - News Front-ად გადაკეთდა.
"News Front-ს მრავალენოვანი ვებსაიტი აქვს, რომელზეც მასალები ქვეყნდება სლოვაკურ, ქართულ, უნგრულ, ფრანგულ, სერბულ, ესპანურ, გერმანულ, ბულგარულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. მედია აცხადებს, რომ აქვს რედაქციის ფილიალები ბულგარეთში, სერბეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, საქართველო და უნგრეთი. მისი დაფინანსების წყარო გაუმჭვირვალეა," - აღნიშნულია ანგარიშში.
ატლანტიკური საბჭო DFRLab აცხადებს, რომ მედია ფოტოშოპით დამუშავებულ მასალას აქვეყნებდა, მისმა ყოფილმა თანამშრომელმა კი განაცხადა, რომ იყო "გარკევული თემები", რომლებიც მედიისთვის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან "პირდაპირ იყო გამოყოფილი" გასაშუქებლად.
მედიის დეზინფორმაციულობას და პროპაგანდას ადასტურებს ევროკავშირის კონტრ-დეზინფორმაციის მიმართულება - EUvsDisinfo-ც, რომელიც აცხადებს, რომ მედია მსგავს ამსალებს ავრცელებდა: უკრაინის კონფლიქტზე, ყირიმის ანექსიაზე, აშშ-ს არჩევნებზე, ნატოზე, კორონავირუსისი პანდემიაზე.
2020 წლის აპრილში, Facebook-მა წაშალა ანგარიშების ქსელი, მათ შორის ნიუს ფრონტთან დაკავშირებული ანგარიშები, იმის გამო, რომ ”არღვევდა პოლიტიკას საგარეო ჩარევის საწინააღმდეგოდ". ფეისბუქი აცხადებს, რომ "ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები ეყრდნობოდნენ ავთენტური, დუბლიკატური და ყალბი ანგარიშების ერთობლიობას ... წარმოადგენდნენ როგორც დამოუკიდებელი ამბების სუბიექტებს იმ რეგიონებში".
News Front-ის გარდა, Facebook-მა "კოორდინირებული არაავთენტური ქცევა" დააკავშირა კრემლის სხვა დეზინფორმაციის განყოფილებასთან, SouthFron-თან, რომელიც Facebook- ის თანახმად ყირიმში მდებარეობს - წერია ანგარიშში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დაასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, News Front-ის Facebook-ში საქმიანობა
ანგარიშის მიხედვით, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფმა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) დაასკვნა, რომ News Front-ის Facebook-ში საქმიანობა საქართველოში სოციალური ქსელის მომხმარებელთა იდენტიფიცკაციაზე ინფორმაციის მოპარვას მოიცავს.
ის დეტალურად აღწერს ნიუ ფრონტის ძალისხმევას "ანტაგონიზმისა და აგრესიის წაქეზებაზე Facebook-ის ქართველ მომხმარებლებს შორის, საზოგადოებას დაყოფას, პოლიტიკური პოლარიზაციის შექმნას და ანტიდასავლური, პრორუსული გზვანილების გავრცელებას, - წერია ანგაირშში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania