05/08/201 477 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თამარ ბაჩალიაშვილის დედა - დამიდოს FBI-მ დასკვნა, რომ თვითმკვლელობაა და მაშინ დავიჯერებ, შსს-სი არ მჯერა!

დამიდოს FBI-მ დასკვნა, რომ თვითმკვლელობაა და მაშინ დავიჯერებ!, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, "რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში", ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.
როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განცხადების სისწორის არ სჯერა.
„არ მჯერა მე მათი! ეს ინფორმაცია ნამდვილად არ არის სარწმუნო, იქნებ ისიც ნახეს ინტერნეტში, რომ თეთრიწყაროს რაიონში უფრო ადვილი იყო სიკვდილი და სხვაგან არა?
დღეს ვიყავი იმ ჭელიძესთან შეხვედრაზე და ვუთხარი კიდეც, ბავშვი სახლში მოსვენებული არ იყო და წერილი, მედიკამენტები მაშინვე იპოვეთ, ასევე ფსიქოლოგი და მკვლელი ვერ იპოვეთ, მაშინვე გინდოდათ თვითმკვლელობის იარლიყი მიგეკერებინათ-მეთქი. ისევ თავიდან აამოქმედეს ეს ყველაფერი, რადგან საქმეში FBI-ის ჩართულობა მოვითხოვეთ. კი ბატონო, დამიდოს FBI-მ დასკვნა, რომ თვითმკვლელობაა და მაშინ დავიჯერებ, რომ თვითმკვლელობაა, არ მჯერა მე მათი! ახლა უფრო გავძლიერდებით და ახლა უფრო მოვითხოვთ FBI-ს ჩართულობას“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA