05/08/201 677 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო მთავარი პოლიტიკური ფაქტორი საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო მთავარი პოლიტიკური ფაქტორი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის, ის ყოველთვის მონაწილეობდა საარჩევნო პროცესში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი გამოძებნის ამომრჩეველთან ურთიერთობის ფორმას, რომლითაც რეალიზებული იქნება მისი გავლენა, ავტორიტეტი და მისი წონა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რომან გოცირიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის როლი ოპოზიციის გამარჯვებაში მნიშვნელოვანია.
„ძალიან სასაცილოა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარი უკრაინის მოქალაქეობის რაღაც სამართლებრივი კირკიტით. ის არის საქართველოს მოქალაქეც, ის არის საქართველოს პოლიტიკური პარტიის ცხოვრების მთავარი მოტორი და ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა არ არსებული სასამართლოს პირობებში არაფერს ნიშნავს. მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ის მოიაზრებოდა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ეს არ არის დამალული და თუ აქ ის გადაწყვეტს, რომ იყოს პრემიერობის კანდიდატი, რომელიც სიმბოლურად ჩაუდგებოდა იგივე „ნაციონალური მოძრაობის“, გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკს, რატომაც არა, მაგრამ ეს არის მისი გადასაწყვეტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამასთანავე, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრების ფორმატში გაერთიანებული ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს „უმრავლესობას შეუქმნის.
„ივანიშვილს ჰყავს ორი ოფიციალური სატელიტი, ერთ გაცხადებული სატელიტი - ზვიად ძიძიგური და მეორე ფარული სატელიტი „პატრიოტთა ალიანსის“ სახით, რომელთაც არ უნდათ დაღდასმულ „ოცნებასთან“ ასოცირება და ჩუმად მოისატელიტებენ. დანარჩენი ყველა ამბობს, რომ არ შეუქმნის უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა იყოს იმ დიდ გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ თუ სხვა, ერთად არიან ახალი ხელისუფლების შექმნის პროცესში,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY