05/08/201 472 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

არჩილ თალაკვაძე - როგორც ჩანს, სააკაშვილს სამი „არა” სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკას გამოეთიშოს, - ორი უკვე აქვს

„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს სამი „არა” სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკას გამოეთიშოს და დატოვოს კონკურსი, - ორი უკვე აქვს", – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ქართველმა ხალხმა ორჯერ უკვე უთხრა „არა”.
„მას ორი „არა” უკვე აქვს მიღებული 2012 წლის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მესამე „არას” მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ის უკანონოდ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ვინაიდან არ გახლავთ ამ ქვეყნის მოქალაქე, ის უკანონოდ ერევა ოპოზიციური პარტიების საქმიანობაში, რასაც ასევე, კრძალავს დემოკრატიული და პარტიების საქმიანობის პრინციპები. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ის ნაკლებად საინტერესოა. როგორც ჩანს, უფრო საინტერესოა ოპოზიციისთვის, რადგან მის პარტიაში და სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც გრძობენ, რომ ის ხელს უშლის ოპოზიციის საქმიანობას. „ქართული ოცნება“ მომავალზეა ორიენტირებული, გვაქვს ჩვენი პროგრამა, ვთავაზობთ საზოგადოებას სიმშვიდეს, სტაბილურობას, უსაფრთხოებას, დაგეგმილი გვაქვს განათლების სფეროში შემდგომი ფუნდამენტური რეფორმები, შევძლებთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. სწორედ განახლებული გუნდით და ძლიერი პოლიტიკური პროგრამით მივალთ თოთოეულ მოქალაქესთან. დარწუმებული ვარ, რომ მივიღებთ ბევრის მხარდაჭერას. ჩვენ ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მხარდამჭერებს. ეს არჩევნები საქართველოსთვის იქნება დემოკრატიის გაძლიერებისა და უკეთესი მომავლის. ჩვენ მზად ვართ, მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY