Babajana LOGO

გიგა ბოკერია - სააკაშვილის განცხადება ცუდი განცხადებაა - ეს არის პუტინისტური რუსეთის და ივანიშვილის კლიმატი, რაც არანორმალურია

03 აგვისტოს 2020 10:26ნახვები 1 268წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
სააკაშვილის ეს განცხადება ცუდი განცხადებაა არა იმიტომ, რომ მე გიორგი ვაშაძის ადვოკატი ვარ… თამაშის ის წესები, რომ გუშინ ერთად ვიყავით, მაგრამ თუ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, მერე უცებ მოღალატე ხდები, ეს არის პუტინისტური რუსეთის კლიმატი და ბიძინა ივანიშვილის, ეს არანორმალურია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის ოლქებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების მიუხედავად, გიორგი ვაშაძეს ისანში საკუთარი კანდიდატი დაუყენოს, ბოკერიას თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმებას დაარღვევს და მიხეილ სააკაშვილის მიერ გიორგი ვაშაძის კრიტიკის შემდეგ მას კონკურენტად სხვა კანდიდატს დაუსვამს, ეს იქნება „შეთანხმების დარღვევა“ და ამით პარტია დარტყმას მიიყენებს.
„არ არსებობს შეთანხმების დარღვევა. ერთ ადგილას შეთანხმების დარღვევა ნიშნავს ყველგან შეთანხმების დარღვევას. არა მგონია, რომ ასეთი დარტყმა მიიყენონ თვითონ. ასეთ კონტრაქტს ვინც დაარღვევს, ამას ამომრჩეველი შეაფასებს. ამით საქმეც დაზარალდება და „ნაციონალური მოძრაობაც“. ამიტომ მგონია, რომ ამას არ შეძლებენ და ვერ შეძლებენ. სააკაშვილის ეს განცხადება ცუდი განცხადებაა არა იმიტომ, რომ მე ვაშაძის ადვოკატი ვარ, ისიც ჩვენი კონკურენტია როგორც პარტია, მაგრამ თავისთავად, თამაშის ის წესები, რომ გუშინ ერთად ვიყავით, მაგრამ თუ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, მერე უცებ მოღალატე ხდები, ეს არის პუტინისტური რუსეთის კლიმატი და ბიძინა ივანიშვილის, ეს არანორმალურია.
ვაშაძე არის ჩვენი კონკურენტი არჩევნებზე, მაგრამ არის ყველა პარტიის შეთანხმებული კანდიდატი ისანში, ისევე როგორც მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას, შალვა ნათელაშვილს და შეთანხმების ნებისმიერ მონაწილეს. ეს არის „ევროპული საქართველოსთვის“ პრინციპული, ქვეყნისთვის ეს არის კარგი და მორჩა! ეს განცხადებები ჩემთვის მიუღებელია ზოგადად პოლიტიკური კლიმატის თვალსაზრისით და არა ვაშაძის დასაცავად, არ შეცვლის იმას, რომ საპროტესტო ელექტორატი მხარს დაუჭერს ისანში ისევე, როგორც ელენე ხოშტარიას დავუჭერთ მხარს ვაკეში, შალვა შავგულიძეს მთაწმინდაზე, მელიას გლდანში, შალვა ნათელაშვილს მთაწმინდაზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania