08/02/203 680 ნახვა წყარო: newsreport.geფოტო: newsreport.ge

გვარამია სააკაშვილზე - ამ კაცის გარეშე უზურპატორ ივანიშვილს ამ ქვეყანას ვერ ჩამოვაშორებთ

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სააკაშვილის ინიციატივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ის აქტიურად ერთვება ქართულ პოლიტიკაში და პირად შტაბს ქმნის ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოსაშორებლად. მის განცხადებას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, რომლის დიდი ნაწილი არ აპირებს სააკაშვილის შტაბთან თანამშრომლობას. ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს:
“არ ვიცი, ვინ ვერ ხედავს პოლიტიკაში, არ ვიცი ვინ სად ხედავს, ზოგადად, არ მაინტერესებს ვინ როგორ უყურებს, მაგრამ ორი რამ ვიცი ზუსტად:
ეს კაცი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა და ყველაზე მასშტაბური ქართველი პოლიტიკოსია,
ამ კაცის გარეშე უზურპატორ ივანიშვილს ამ ქვეყანას ვერ ჩამოვაშორებთ.
ამ წუთას, მთავარი ზუსტად ისაა, ხელისუფლებიდან ვინ წავა. ასეთია ისტორიული რეალობა და მას უნდა მოვერგოთ და მოვიყვანოთ დრო, როცა მომსვლელი იქნება მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ არჩევის უფლება წართმეული გვაქვს და გადარჩევნები უნდა მოვაწყოთ, და არა არჩევნები! ამიტომაც, ხელისუფლებაში ვინ მოვა, ეს სპეკულაცია არც რელევანტურია და არც ადეკვატური. მით უფრო, რომ ეს არავის მოსაზრებებით და სურვილებით არ წყდება, ამას ამომრჩეველი წყვეტს ნორმალური არჩევნების გზით. აი, უსამართლოდ და უკანონოდ დევნილ სააკაშვილს რომ მიეცემა სხვების თანაბრად ამომრჩეველთან კომუნიკაციის და საკუთარ სამშობლოში ყოფნის უფლება, ასევე, იმათთან დებატების შესაძლებლობა, ვინც მას ვერ ხედავს ან არ უნდა რომ დაინახოს, მერე ვნახოთ, ხელისუფლებაში ვინ მოვა და რას გააკეთებს.
მე პირადად, ძალას არ დავიშურებ, რომ ასე მოხდეს. მერე ვის მივცემ ხმას და ვისი ხელისუფლებაში ყოფნა მენდომება, ამაზე უივანიშვილო საქართველოში მოგახსენებთ. მანამდე, ვიბრძოლებ, რომ სამარცხვინო უსამართლობა - ქვეყნის დამფუძნებელი მამა დევნილი, ქვეყნის დამაქცევარი უზურპატორი კი მეფე - აუცილებლად გამოსწორდეს!
p.s. ხო მართლა, კრიტიკოსებისთვის ცალკე სამუშაო მაქვს: აი ამ ვიდეოში რას ამბობს არასწორს?“- წერს გვარამია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA