ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 722-ს მიაღწიაჩინეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 86 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 722-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 3,399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 34,546-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დღემდე, ვირუსით დაავადებული 2,050 ადამიანია გამოჯანმრთელებული. შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. კომენტარები |