Babajana LOGO

კელი დეგნანი - საქართველოს მიმართ ინტერესი და ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნებზე

28 ივლისს 2020 10:39ნახვები 752წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს მიმართ ამერიკის ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ. ამის შესახებ მან მაიკ პომპეოსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.
დეგნანის თქმით, არჩევნები არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ დემოკრატიის მიმართ ერთგულება წარმოაჩინოს.
"ძალიან პოზიტიურია და სასარგებლოა როცა ქვეყნების ლიდერები ერთმანეთთან საუბრობენ. ჩვენ ძალიან ფართოდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად, სხვადასხვა არხებით. რაც შეეხება საქართველოს, მის მიმართ ინტერესი და ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ. ეს არის კარგი შანსი საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ერთგულება და ჩატარდეს ისეთი არჩევნები, სადაც არ იქნება ამომრჩევლის დაშინება, ადგილი არ ექნება ხმების მოსყიდვას და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა ქვეყანამ დემოკრატიის მიმართ ერთგულება წარმოაჩინოს", - განაცხადა კელი დეგნანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania