საქართველოში გამოკითხულთა 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ რწმენამ რელიგიის მორწმუნეები ინფიცირებისგან დაიცვა
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ რწმენამ მათი რელიგიის მორწმუნეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან დაიცვა. თუმცა, ამ მოსაზრებას 38% არ ეთანხმება. ამასთან, მართლმადიდებლების მხოლოდ 10-მა პროცენტმა განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
NDI -ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 30 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა, ხოლო 22% ფიქრობს, რომ ლაბორატორიაში შეიქმნა, მაგრამ შემთხვევით გავრცელდა.
ამასთან, როგორც გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, კორონავირუსი ბუნებრივად გაჩნდა.