18/07/202 088 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ცხინვალის ე.წ. სამხედრო პროკურორი - ზაზა გახელაძემ უგულებელყო მესაზღვრეების კანონიერი მოთხოვნები და გაქცევა სცადა, მან ხუთჯერ გაისროლა

ზაზა გახელაძემ უგულებელყო მესაზღვრეების კანონიერი მოთხოვნები და გაქცევა სცადა, მან ერთ-ერთიმესაზღვრის მისამართით სულ მცირე ხუთჯერ გაისროლა, - სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედრო პროკურორმა ტიგრან კაბულოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ზაზა გახელაძემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი უკანონონ გადაკვეთა.
„გახელაძემ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი და თან ჰქონდა თოფი. მესაზღვრეებმა ის შენიშნეს და შეჩერება უბრძანეს, გახელაძემ კი მიმალვა სცადა. მესაზღვრეებმა მას „შეჩერება” უბრძანეს, თუმცა გახელაძემ უგულებელყო მესაზღვრეების კანონიერი მოთხოვნები და გაქცევა სცადა, მან ასევე გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი და ერთ-ერთი მესაზღვრის მიმართულებით სულ მცირე ხუთჯერ გაისროლა,” - განაცხადა კაბულოვმა.
მისივე თქმით, „მესაზღვრეებმა“ ზაზა გახელაძეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც ის ტერფში დაიჭრა.
„იგი დააკავეს და იმყოფება კარანტინში, ეს ზომა მიღებულია, რათა დადასტურდეს, რომ ის კორონავირუსით დაინფიცირებული არ არის,”- აღნიშნა ე.წ. „პროკურორმა“.
მისივე თქმით, გახელაძის წინააღმდეგ საქმე სამხედროს სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისა და „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით“ აღიძრა.
ცნობისათვის, ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტს გუშინ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უშიშროების კომიტეტიც“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტუაციის გარშემო მაქსიმალური აჟიოტაჟის ასატეხად „ქართული მხარე“ „ფარისევლურად იყენებს“ გახელაძის ოჯახის წევრებს და მათ კომენტარებს.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის უარყოფის პოლიტიკით ქართული მხარე საკუთარ თავს კონფლიქტური სიტუაციების ცივილურად გადაჭრის ყველა შესაძლებლობას ართმევს და შემდეგ აქტიურად წარმოაჩენს თავის აბსურდულ პრეტენზიებს,“- აღნიშნულია ე.წ. „უშიშროების კომიტეტის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დააკავეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA