Babajana LOGO

ადამ კინზინგერი - პუტინი თავისუფლების მოყვარულ ხალხს უტევს

14 ივლისს 2020 15:50ნახვები 1 032წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
პუტინი თავისუფლების მოყვარულ ხალხს უტევს - ამის შესახებ ადამ კინზინგერი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.
ამერიკელი კონგრესმენი ატლანტიკური საბჭოს ციფრული სასამართლო კვლევის ლაბორატორიის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოში შექმნილი მემარჯვენე და ხელისუფლების მხარდამჭერი "ტვიტერის" ანგარიშები ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდნენ, რათა საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების ერთგულია.
"ეს გახლავთ ის, რასაც პუტინი აკეთებს. იგი თავისუფლების მოყვარულ ხალხს უტევს, ცდილობს ჩაერიოს დემოკრატიულ არჩევნებში და პირადი მიზნების მისაღწევად ქაოსი გაავრცელოს. საცოდაობაა, მაგრამ სწორედ ასეთია პუტინის რეჟიმი" - წერს კინზინგერი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania