Babajana LOGO

მამუკა მდინარაძე სააკაშვილის განცხადებაზე - ადამიანის გარდაცვალებით პარტიებმა არ უნდა ისარგებლონ!

14 ივლისს 2020 06:40ნახვები 1 101წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მის ხუმრობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ყავის მომდუღებლად დაასაქმეს, "ერთი ამბავი ატეხეს", თუმცა, ახლა სააკაშვილმა თავად დაადასტურა, რომ სტატუსი არ აქვს და უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი არ არის.
ამით მდინარაძე გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, შაქარაშვილის საქმეს პარტიული მიზნებით იყენებენ, რაც დაუშვებელია.
"ძალიან სამწუხაროა, რომ უდიდესი ტრაგედია, რომელიც არის ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება და რომელზეც უკვე მკვლელობის მუხლითაც მიდის გამოძიება, მაშველ რგოლად მიიჩნიეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მათმა ტელევიზიებმა, რაც ამორალურია. რეალურად, გამოძიების ერთადერთი ინტერესია, რომ ამ საქმეზე დადგეს დეტალური, ამომწურავი სიმართლე. სხვა ინტერესი გამოძიებას არ აქვს და ნაცვლად იმისა, რომ გამოძიებას დავაცადოთ და თითოეულ ჩვენებას არ მივცეთ ინტერპრეტაცია, ვხედავთ პარალელურ გამოძიებას, ინტერპრეტირებულს, ძალიან ცუდად გადაცემულს საზოგადოებისთვის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს პიარულ პარტიულ მიზნებს. ადამიანის გარდაცვალებით პარტიებმა არ უნდა ისარგებლონ! ამაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ ამ ქვეყანაში, რომ პარტიული მიზნები არ შეიძლება აეწყოს და დაეფუძნოს ახალგაზრდა კაცის უდიდეს ტრაგედიას. ამას ვეხვეწებით ამ დღეების განმავლობაში პარტიულ ტელევიზიებს, რომ ნუ გამოიყენებთ პარტიული მიზნებისთვის და ხელისუფლების დაზიანებისთვის საქმეს, რომელიც 19 წლის ბიჭის გარდაცვალებას ეხება.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, როცა თავის დროზე ვიხუმრე, რომ ეს ადამიანი ვიცე- პრემიერად აღარ დაინიშნა და მადლობას ვუხდით უკრაინელ კოლეგებს და ვამბობდით, რომ ეს ადამიანი ყავის მომდუღებლად თუ დაინიშნა, რა ვუყოთ-მეთქი, ერთი ამბავი ატეხეს. გუშინ თვითონ დაადასტურა ამ კაცმა - „არ ვარ ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინის, სტატუსი არ მაქვს და რასაც მინდა, იმას ვიტყვი“-ო. ამას თვითონ ადასტურებს და მაშინ იყო მთელი პიარ-კამპანია როგორი ყავის მომდუღებელია, სტატუსი აქვს და ა.შ.”, - განაცხადა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals