Babajana LOGO

გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც კორონავირუსზე განგაში ატეხა

07 თებერვალს 2020 11:29ნახვები 881წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge
ჩინელი ექიმი, ოფთალმოლოგი ლი ვენლიანგი, რომელიც ვუჰანის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა და რომელმაც, როგორც CNN და BBC წერენ, პირველმა ატეხა განგაში კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში, კორონავირუსით გარდაიცვალა.
ექიმი ქალაქ ვუჰანის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. ის 12 იანვარს გადაიყვანეს კლინიკაში და პირველ თებერვალს დაუდასტურდა კორონავირუსი.
მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 28 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული მსოფლიოს მასშტაბით, მათგან 560  ადამიანი დაიღუპა, აბსოლუტური უმრავლესობა უშუალოდ ჩინეთში.
ვირუსმა, რომელიც პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა, 30-მდე ქვეყანაში შეაღწია. ჯერჯერობით საქართველოში არ დადასტურებულა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა.



share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania