Babajana LOGO

ნიკა გვარამია - არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროვებას, ერთადერთი შემიძლია, ვუთხრა წყაროს წარმომავლობა, ეს არის შსს-ს გენერალური ინსპექცია

11 ივლისს 2020 11:31ნახვები 2 186წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხვის დროს, წყაროს გასაჯაროვებას არ აპირებს. მისი თქმით, მხოლოდ წყაროს წარმომავლობას დაასახელებს.
„ამ ეტაპზე მე არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროვებას. ერთადერთი შემიძლია, ვუთხრა, როგორც ყოველთვის ვეუბნები, წყაროს წარმომავლობა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
მე, უნდა ითქვას სამართლიანობისთვის, სხვა არხების დირექტორებისგან განსხვავებით, ჟურნალისტურ საქმიანობასაც ვეწევი, თუმცა ჟურნალისტი არ ვარ. თუმცა, ვიდრე ჟურნალისტობას მივყოფდი ხელს მანამდეც მიბარებდნენ. ამ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტრად ბიძინა ივანიშვილისთვის მე მივიჩნევი, ამიტომ აქ უფრო ხშირად ვარ, სამსახურში თუ სახლში ეს ზუსტად არ ვიცი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა, რომ დაკითხვაზე იმ ჟურნალისტებსაც დაიბარებენ, რომლებიც შაქარაშვილის საქმეზე მუშაობდნენ, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ „ტერორისტული ხელისუფლებისგან ყველაფრის მოლოდინი აქვს“.
ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზეა დაბარებული. ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania