Babajana LOGO

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი

11 ივლისს 2020 02:38ნახვები 400წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 981 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 851 -ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania