06/02/201 510 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

არჩილ თალაკვაძე - გვაქვს კომპრომისული შეთავაზება 100/50-ზე და ვფიქრობ, ოპოზიციაც მზადაა ამ განხილვისთვის

ეუთო-ს დასკვნაში საუბარი არის იმაზე, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ლეგიტიმაცია აქვს როგორც შერეულ, ასევე პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს და ეს უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული არჩევანი, თუ რა საარჩევნო სისტემას აირჩევს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ეუთო/ოდირი-ს დასკვნა შეაფასა. მისი თქმით, ის მოდელი, რომელსაც მმართველი გუნდი სთავაზობს ოპოზიციას და რომელიც მანდატების 100/50-ზე გადანაწილებას გულისხმობს, დაბალანსებული და კომპრომისულია.
"მე მინდა გამოვეხმაურო ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნას, რომელიც ეხება სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ საკანონმდებლო ცვლილებებს. იქაც საუბარი არის იმაზე, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ლეგიტიმაცია აქვს როგორც შერეულ, ასევე პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს და ეს უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული არჩევანი, თუ რა საარჩევნო სისტემას აირჩევს. ჩვენ 2016 წელს დავდეთ პირობა, რომ საქართველო გადავიდოდა პროპორციულ არჩევნებზე და 2017-18 წლებში ეს პირობა შევასრულეთ, ვინაიდან ავსახეთ კონსტიტუციაში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, რომ გადასვლა მოხდება 2024 წელს.
დღეს ოპოზიციას აქვს გარკვეული წინააღმდეგობა და ჩვენ გვაქვს კომპრომისული შეთავაზება 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ეს არის დაბალანსებული, კომპრომისული მოდელი და ვფიქრობ, ოპოზიციაც ემზადება, რომ შემდეგი დიალოგის ფარგლებში კონკრეტული განხილვა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა თალაკვაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY