Babajana LOGO

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილს სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული აქვს დაზიანებები

10 ივლისს 2020 05:31ნახვები 1 023წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარს სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული აქვს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, შუბლის, თავის და სხეულის სხვადასხვა ადგილებში.
„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania