Babajana LOGO

სალომე სამადაშვილი - ეს არის ის გზავნილი, რაც დამარცვლით დაიწერა ვაშინგტონში “ოცნების” და ივანიშვილის გასაგონად

09 ივლისს 2020 05:36ნახვები 880წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში. უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი, წინააღმდეგ შემთხევევაში, შედეგი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვისაც იქნება ძალიან მძიმე,- ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი. როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნიშანდობლივია, რომ კონგრესმა აუცილებლად ჩათვალა, დეტალურად განემარტა, რას გულისხმობს ქვეყანაში დემოკრატიული და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული საკითხები.
“პირდაპირ არის საუბარი, რომ დღეს შეშფოთებას იწვევს ოლიგარქიული არაფორმალური გავლენა ქვეყნის მართვაზე, ზეწოლა ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მედიაზე. გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში: ჩატარდეს თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, უნდა მოიხსნას ზეწოლა მედიაზე და ოპოზიციაზე. შესაბამისად, უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი. წინააღმდეგ შემთხევვაში, შედეგი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვისაც იქნება ძალიან მძიმე. ეს არის ის გზავნილი, რაც დამარცვლით დაიწერა ვაშინგტონში “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის გასაგონად”,- განაცხადა სამადაშვილმა.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania