Babajana LOGO

შაქარაშვილის საქმის ახალი სკანდალი - კადრებში სავარაუდოდ "კაწრო" ფიგურირებს

07 ივლისს 2020 13:34ნახვები 2 029წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე "კაწრომდე" მიდის - სკანდალური მტკიცებულებები "მთავარი არხის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების დეტალური გაშიფვრის შემდეგ აღმოაჩინეს. 
მრავალტომიანი საქმის ერთ ერთ მტკიცებულებებს შორის არის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც სავარაუდოდ სწორედ "კაწრო" ჩანს, რომელიც ამირხანაშვილთან დიდუბის სადგურში მას შემდეგ მივიდა, რაც ამირხანაშვილი იქ მცხეთიუდან მომავალმა მანქანამ დატოვა.
"მთავარის" მოპოვებულ ვიდეოკადრებში, რომლებიც იმავე ადგილზეა გადაღებული, სადაც მოძალადეებმა თბილისში გურამ ამირხანაშვილი დატოვეს, აშკარად ჩანს მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის, ამირხანაშვილს ხვდება და მასთან დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში საუბრობს. 
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კადრები, სადაც სავარაუდოდ "კაწრო" ჩანს, ტელევიზიებს აქამდე არ გაუვრცელებიათ და აქამდე გავრცელებული მასალა, რომელიც დიდუბეში ამირხანაშვილის გადაადგილებას ასახავს, იმიტაციაა. 
გარდა ამისა, "მთავარი არხის ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს მესამე მანქანაც, მიკროავტობუსის ტიპის,  სადაც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ის წყალში აღმოჩნდებოდა, იყო დასვენებული.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ინფორმაცია ამის შესახებ სანდო წყაროებიდან არის, თუმცა მტკიცებით ფორმაში რამის თქმა შეუძლებელია.
მისივე თქმით, სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი არის თუ არა "კაწრო" ის პირი, რომელიც მიკროავტობუსიდან გადმოდის. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდას ხელში ტელეფონი უჭირავს, შესაბამისად ანძების საშუალებით მარტივი დასადგენია, იყო თუ არა იმ ღამეს ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო დიდუბეში და შეხვდა თუ არა ის გური ამირხანაშვილს.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხი" ამით არაფერს ამტკიცებს და სვამს იმ კითხვებს, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას ჩნდება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania