Babajana LOGO

ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები გაუხსნა

05 ივლისს 2020 03:52ნახვები 747წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
ესპანეთმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა. ინფორმაციას ბარსელონაში საქართველოს საკონსულო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საქართველოდან მიმავალ მგზავრებს შეეძლებათ. ცვლილება 4 ივლისიდან ამოქმედდა. ესპანეთში გამგზავრების მსურველმა ყველა პირმა, მოგზაურობის დაწყებამდე ელექტრონული განცხადების ფორმა უნდა შეავსოს მისამართზე: www.spth.gob.esრის შემდეგაც თითოეული მათგანი, საზღვარზე წარსადგენად, სპეციალურ QR კოდს მიიღებს. 
მანამდე კი საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები საფრანგეთმა, იტალიამ და შვედეთმაც გაუხსნეს.
ეს გადაწყვეტილება საფრანგეთში პირველ ივლისს მიიღეს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პირველი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს.
ოფიციალური რომის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, ვიზიტის მიზეზის დასაბუთება არ დასჭირდებათ, თუმცა 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევთ.
შვედეთში სტუმრობის შემთხვევაში კი, ტურისტებს მხოლოდ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის წარდგენა დასჭირდებათ.
მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო საზღვრებს 1-ელ აგვისტომდე არ გახსნის.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania