Babajana LOGO

ოკუპანტებმა სამეგრელოდან, სოფელ რიყედან 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს

04 ივლისს 2020 12:36ნახვები 604წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სამეგრელოდან, სოფელ რიყედან 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მამაკაცის დაკავების თაობაზე ინფორმაციის გადამოწმების პროცედურა მიმდინარეობს.
„უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ამ ეტაპზე ცხელი ხაზის საშუალებით ოფიციალურად არ ადასტურებენ უკანონო დაკავების ფაქტს. მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და ინფორმაცია მოწმდება“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania