Babajana LOGO

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა

04 ივლისს 2020 11:44ნახვები 401წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. 27 წლის მამაკაცს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, იგი თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნდა. რაც შეეხება ქალს, იგი აჭარაში ერთ-ერთი კლინიკის სანიტარია.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რისკ-ჯგუფების გეგმური შემოწმებისას სანიტარს ინფექცია დაუდასტურდა. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი მკურნალობს.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 948 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 825 არის. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania