Babajana LOGO

რომან გოცირიძე უმრავლესობას - დიახ, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას

30 ივნისს 2020 08:45ნახვები 655წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
დიახ, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს. გოცირიძე კომიტეტის სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ, უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან „რადიკალური ოპოზიციის“ ხსენებას გამოეხმაურა და კოლეგებს „ურჩია“, მსგავსი ტერმინები არ გამოიყენონ.
„კომპარტიის ლოზუნგებით საუბარი არ გამოგადგებათ, გადახედეთ ეროვნული მოძრაობის პერიოდს. „რადიკალური ოპოზიცია, კრიმინალური ოპოზიცია“ და გახსოვთ ალბათ რა უყო და რა დღეში ჩააგდო ამ რადიკალურმა ოპოზიციამ კომუნისტურ პარტია. ეს მესიჯბოქსი ვინც თქვენ გასწავლათ, მათ ელემენტარულად არ აქვთ წარმოდგენა ქართულ ისტორიაზე, ამ ენით საუბარი იდენტიფიცირებას გიკეთებთ კომპარტიასთან, რომლის სულიერ მემკვიდრეობად ისედაც გთვლიან“, - მიმართა გოცირიძემ დეპუტატებს.
მას სიტყვა უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გააწყვეტინა, რომელმაც გოცირიძეს ჰკითხა, რამდენჯერ აქვს ლენინის ძეგლთან ყვავილები მიტანილი, რასაც დეპუტატებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ამის გამო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა ორივე დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა და გოცირიძეს მოუწოდა, კანონპროექტთან დაკავშირებით დაესვა კითხვა, რის შემდეგაც გოცირიძემ უმრავლესობას მიმართა: „დიახ, არის ასეთი პარტია, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania