Babajana LOGO

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 6-ით გაიზარდა

29 ივნისს 2020 02:17ნახვები 176წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 926 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6-ით გაიზარდა და 791 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office