Babajana LOGO

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა

05 თებერვალს 2020 11:33ნახვები 337წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ჩინეთში, კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 492-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „როიტერსი“ ჩინეთის ეროვნულ ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 24 324-ს მიაღწია.
არსებული მონაცემებით, დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ერთი ადამიანი ჰონგ-კონგში, ერთი კი - ფილიპინებში ემსხვერპლა. ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 230 შემთხვევაა გამოვლენილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania