Babajana LOGO

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

23 ივნისს 2020 06:09ნახვები 935წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა.პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს დაამკტიცა.
პირველ მოსმენაზე პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობამ, „ევროპულმა საქართველომ", „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა", „პატრიოტთა ალიანსმა" და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ 5-მა დეპუტატმა მისცა ხმა: ალექსანდრე ერქვანიამ, კახა ოქრიაშვილმა, დავით ჭიჭინაძემ, ბიძინა გეგიძემ და ემზარ კვიციანმა. დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals