Babajana LOGO

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23 ივნისს 2020 02:31ნახვები 286წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 911 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 761-ია.
კარანტინის რეჟიმშია 2662 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 255 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania