22/06/201 886 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით და ეთნიკური ქართველების სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე დაუსჯელობის გამო.
რეზოლუცია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო და ხაზს უსვამს, რომ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებთა მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა გადაადგილების თავისუფლებაზე მზარდი შეზღუდვების შემოღებით.
რეზოლუცია ასევე საუბრობს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რასაც ე.წ. “გადასასვლელების” ჩაკეტვა იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს იქ არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის იზოლაციას.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, სტაბილურობის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებით, ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ამასთანავე, დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას.
რეზოლუციაში გამოთქმულია აგრეთვე შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტში არის მოწოდება - მოხდეს უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის სხვა მექანიზმების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფა.
ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, საბჭოს მომდევნო, 44-ე და 45-ე სესიებზე, რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები.
საქართველოს რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა ვიდეო-მიმართვის საშუალებით.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA