21/06/202 103 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

1 ივლისიდან საერთაშორისო ფრენები აღდგება - ბილეთების შეძენა და სასტუმროების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ოთხთვიანი იძულებითი კარანტინის შემდეგ მსოფლიოს ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველომ, ტურისტული სეზონის აღდგენისა და საერთაშორისო საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. დღემდე უცნობია, კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან გახსნის საქართველო საერთაშორისო საზღვრებს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა გიორგი გახარიამ ჯერ კიდევ მაისის თვეში დაანონსა, რომ ქვეყნისთვის ტურისტულად საინტერესო და მეზობელ ქვეყნებთან საქართველო  საზღვრებს პირველი ივლისიდან გახსნიდა. ამ დრომდე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ  როგორც საქართველოს  მოქალქეებს, ისე უცხოელ ტურისტებს ავია ბილეთების შეძენა და სასტუმროების დაჯავშნა უკვე შეუძლიათ. ქართული ტურისტულ სააგენტოებისა და საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცით, 2 ივლისდან ავსტრიის, საბერძნეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების მიმართულებით ავია ბილეთების უმეტესობა უკვე გაყიდულია. საზღვარი ამ დრომდე არ იხსნება იტალიის მიმართულებით.
ევროპის ქვეყნების გადაწყვეტილებით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქემ საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირების პასუხი უნდა წარადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურისტს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის დოკუმენტაციის წარდგენას მოსთხოვენ უცხოელ ტურისტებს საქართველოს საზღვარზე და მოუწევთ თუ არა მათ ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა. 
საქართველოს მსაგავსად პირველი ივლისიდან საზღვრებს ხსნის რუსეთი, მიუხედავად უმძიმესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა. საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს.
მას შემდეგ, რაც შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც შიდა საჰაერო და სახმელეთო საზღვრები უკვე გახსნილია, საერთაშორისო მიმოსვლა რამდენიმე თვიანი იძულებითი კარანტინის შემდეგ,  საქართველოს მსგავსად, აქაც პირველი ივლისიდან გაიხსნება.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს საქართველო მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების გახსნას, ვინაიდან სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში ეპიდემიის გავრცელება უკონტროლოდ მიმდინარეობს.
რუსეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოსთან საზღვრების გახსნას ელოდებიან კრემლშიც. ოფიციალურ მოსკოვთან მიმოსვლის აღდგენის იმედს გამოთქვამს  რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძეც. თუმცა დააწესებს თუ არა საქართველო საზღვარზე მონიტორინგის მიზნით დამატებით ზომებს, ჯერჯერობით უცნობია.
მძიმე მდგომარეობაა აზერბაიჯანშიც, სადაც ეპიდემიის 12 000-ზე მეტი ფაქტია დადასტურებული. პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის მთავრობამ 1 აგვისტომდე საკარანტინე ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ამავდროულად, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოსა და საქართველოს საზღვრის მიმდებარე განჯაში.
სომხეთში კორონავირსუსით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ვირუსის უკონტროლოდ გავრცელების ფაქტს აღიარებს ოფიციალური ერევანიც და გატარებული პრევენციული ზომების არაეფექტურობაზე საუბრობს. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშიანიანი კი სომხეთში უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების შემოშვებას არ აპირებს.  
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY