20/06/202 648 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ელენე ხოშტარია - მინდა გავრილოვს, კადიროვს და პუტინს მივმართო, ბოდიშის მოხდა კი არა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ

მინდა გავრილოვს, კადიროვს და პუტინს მივმართო, ბოდიშის მოხდა კი არა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან ასევე აღნიშნა, 20 ივნისი ტკივილის, ღირსების და „ქართული ოცნების“ სირცხვილის დღეა. მისი თქმით, ვინც ხელისუფლებაში მოვა, არავინ აღარ უნდა გაიფიქროს, საკუთარ მოქალაქეებზე ასე მოპყრობა.
„20 ივნისი ჩვენი გულებიდან და მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება, ყოველთვის გვემახსოვრება და ყოველთვის მოვითხოვთ პასუხს იმაზე რაც ერთი წლის წინ, ამ დღეს მოხდა. 20 ივნისი არის ტკივილის დღე, იმიტომ, რომ დღეს აქ და სახლებშიც არიან ადამიანები, ვინც იმ ძალადობისგან საშინლად დააზარალდნენ. მე ხშირად ამ სახელების ხსენება არ მიყვარს, მაგრამ დღეს არ შეიძლება არ ვახსენო კობა ლეთოდიანი, რომელმაც ერთ თვალზე მხედველობა აფხაზეთის ომის დროს დაკარგა და მეორე თვალზე აი აქ, ქართველი პოლიციელებისგან, „ქართული ოცნებისგან“ და დღეს საერთოდ ვეღარ იხედება. ეს ტკივილი დაუვიწყარია და ვერასდროს ვერ წაიშლება. 20 ივნისი არის „ქართული ოცნების“ სირცხვილის დღე, რომელსაც ვერ მოიწმენდენ, მაგრამ ამასთანავე ეს არის ქართველი ხალხის ღირსების დღე. ღირსების, როდესაც ჩვენ ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ და გავრილოვს გამოვართვით და ვუთხარით, რომ გვეკუთვნის ჩვენ, ეკუთვნის დასავლეთს, თავისუფლებას და ადამიანის ღირსებას. ამიტომ, 20 ივნისს, მიუხედავად ტკივილისა, ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა დავიწყეთ. ბრძოლა, რომელიც ოქტომბერში ძალიან დიდ ეტაპს გაივლის. ოქტომბერში ჩვენ ამ „ქართულ ოცნებას“ შევცვლით, მაგრამ ეს ბრძოლა კიდევ უფრო დიდია. ვინც ხელისუფლებაში მოვალთ არავინ აღარ გაიფიქროს, რომ თავის მოქალაქეებს ასე მოეპყროს. და ბოლოს, მე მინდა გავრილოვს, კადიროვს და პუტინს მივმართო. ბოდიშის მოხდა კი არა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey