Babajana LOGO

დისტანციის დასაცავად, რუსთაველის გამზირზე, ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერები დააკრეს

20 ივნისს 2020 09:56ნახვები 966წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
უსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად, სტიკერები დააკრეს. სტიკერებს შორის მანძილი 2-მეტრამდეა. აქციაზე მისული პირები სწორედ მონიშნულ ადგილებზე განთავსდებიან.
ასფალტზე დაკრულ სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის უკვე გადაკეტილია.
პარლამენტის წინ, სადაც დღეს 2019 წლის 20 ივნისის გასვლიდან 1 წლის თავზე სიმბოლური აქცია გაიმართება, მზადების პროცესი მიმდინარეობს.
აქცია სახელწოდებით, "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" 19:00 საათზე დაიწყება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania