20/06/201 660 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ბაქრაძე - ჩვენ ხვალინდელ კენჭისყრაში მონაწილეობას მივიღებთ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ვიხილოთ „გადაგდება“

იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა, იმისთვის, რომ ხვალ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე „გადაგდება“, როგორიც ვიხილეთ ნოემბერში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს ხვალინდელ სხდომაში და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით გაჩნდება მეტი დრო, რომ სანამ საკონსტიტუციო ცვლილებების სამივე მოსმენით დამტკიცება მოხდება, პროკურატურამ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.
„სამწუხაროდ, სიმპტომები, რომელსაც დღეს ვხედავთ უმრავლესობის მხრიდან, ძალიან გვაგონებს იმ ყველაფერს, რაც ნოემბერში მოხდა, როდესაც ერთი მხრივ, იყო რწმუნება, რომ არსებობს პარლამენტში საკმარისი ხმები საკითხის გასატანად და ამის პარალელურად, ყოველდღიურად გვესმოდა შეთქმულება, რომ დეპუტატების რაღაც რაოდენობა არ აძლევდა საკონსტიტუციო ცვლილებას ხმას. ჩვენ მაშინ ვიხილეთ, როგორ უტიფრად და უპასუხისმგებლოდ მოიქცა „ქართული ოცნება“ და როგორ გადააგდო ივანიშვილმა მთელი საქართველო. 8 მარტის შეთანხმებას აქვს ორი მთავარი კომპონენტი: პოლიტპატიმრების გამოშვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამ მომენტისთვის არცერთი ეს კომპონენტი არ გახლავთ ბოლომდე შესრულებული. გიორგი რურუა რჩება პატიმრობაში და ხვალ იქნება კენჭისყრა. იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა, იმისთვის, რომ ხვალ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე „გადაგდება“, როგორიც ვიხილეთ ნოემბერში და ამითი წერტილი არ დაესვას პროპორციულ და სამართლიან სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს ხვალინდელ სხდომაში და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამით მიღწეული იქნება ორი ამოცანა: გაჩნდება მეტი დრო, რათა შეთანხმება შესრულდეს პოლიტიკური დევნის ნაწილში, გაჩნდება დამატებითი დრო საკონსტიტუციო მოსმენების დასრულებამდე, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას გამოშვებასთან დაკავშირებით და მეორე - ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ საშუალებას, კიდევ ერთხელ მოატყუოს საზოგადოება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. თუ ხვალ საკითხი ჩავარდა პირველ მოსმენაზე, ეს ნიშნავს, რომ განხილვა დამთავრდა. პირველი მოსმენით გატანის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენაზე რომც ჩავარდეს საკითხი, იმავე დღეს შეიძლება მისი შემოტანა. ანუ ხვალინდელი კენჭისყრა სრულიად გადამწყვეტია. ხვალ გადაწყდება პროპორციული არჩევნების ბედიც, პოლიტპატიმრების საკითხიც და საქართველოში ნორმალური არჩევნების საკითხიც,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY