19/06/201 556 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სოფო კილაძე - "ნაციონალური მოძრაობა" ვერცერთი დემოკრატიული ცვლილებით, ვერასდროს საქართველოში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა დანაყოფებმა ზუსტად იციან,რომ ვერც სუფთა პროპორციულით და ვერცერთი დემოკრატიული ცვლილებით, ისინი საქართველოში ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ. ამის შესახებ კილაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
როგორც კილაძემ აღნიშნა, ქვეყნისთვის სასიკეთო, პოზიტიურ ცვლილებებში „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს მონაწილეობს.
„მგონია, რომ ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი მითუფრო, რომ მივესალმები ჩვენი კოლეგების ნაწილის მხარდაჭერას, რომლებიც ოპოზიციაში არიან დღესდღეობით, თუმცა, ამ ინიციატივას მხარს მაინც უჭერენ. ეს ძალიან დადებითად შესაფასებელია. თუმცა, იმავდროულად ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს, როდესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება ხდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, აქ არ იმყოფება „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სხვადასხვა დანაყოფებით და როგორც ყოველთვის, როდესაც ქვეყნისთვის სასიკეთო, პოზიტიური ცვლილება ხდება, ისინი არასდროს არ მონაწილეობენ ასეთ ცვლილებებში. ჩვენ ვიცით, რომ ისინი პროპორციულ სისტემას მხარს არ უჭერდნენ მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მათ დიქტატურას პროპორციული სისტემა პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა და დღეს, როცა ისინი ოპოზიციაში არიან, მხარს არ უჭერენ, რადგან ზუსტად იციან ვერც ამ ცვლილებით, ვერც სუფთა პროპორციულით და ვერცერთი დემოკრატიული ცვლილებით, ისინი ვერასდროს ხელისუფლებაში საქართველოში ვერ მოვლენ. მე მგონი, ეს არის სწორედ მათი მოტივატორი, რომ ისინი არ მოდიან არ ერთვებიან ამ ცვლილებებში, არც განხილვის და არც კენჭისყრის დონეზე. სამწუხაროდ, ეს ის რეალობაა, რომელიც დღეს გვაქვს დღევანდელ საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა კილაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA