Babajana LOGO

რომან გოცირიძე - ივანიშვილს კარზე პერსონალური სანქციები უკაკუნებს და ამ კარს მალე გამოაღებენ

17 ივნისს 2020 05:19ნახვები 857წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
პერსონალური სანქციები უკაკუნებს ივანიშვილს კარზე და მალე გამოაღებენ ამ კარს. ამიტომ არ მგონია, რომ საკუთარი ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, მეორეჯერ მოატყუოს საერთაშორისო პარტნიორები,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ემუქრება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩავარდნის საფრთხე.
დეპუტატის თქმით, კენჭისყრის შედეგები ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ახლაც, ისევე როგორც ეს მოხდა წინა შემთხვევაში.
"3 დღით ადრე ყველა ამბობდა პარლამენტში, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაუჭერდნენ მხარს და შემდეგ აღმოჩნდა 44 „პროტესტანტი“ ისეთი მაჟორიტარი, საერთოდ სახელი და გვარი რომ არ ვიცით, ზოგჯერ პარლამენტში ვხედავ და არ ვიცი ვინ არიან, ხან მგონია, რომ უცხოა შემოსული ვინმე. ახლაც, როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს, კენჭისყრის დღეს, ისე იქნება. როგორ იქნება, ეს დამოკიდებულია იმ შიშზე, რა განცდებიც ექნება მას. ხოლო შიში უნდა ჰქონდეს - პერსონალური სანქციები უკაკუნებს კარზე და მალე გამოაღებენ ამ კარს. ამიტომ არ მგონია, რომ საკუთარი ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, მეორეჯერ მოატყუოს საერთაშორისო პარტნიორები ერთი და იგივე საკითხზე. თუმცა, ვიმეორებ, შეთანხმება სანახევროდ იქნება შესრულებული, რადგან პოლიტიკური დევნა ქვეყანაში გრძელდება,"- განაცხადა გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania