Babajana LOGO

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოცაა ნახსენები

16 ივნისს 2020 01:37ნახვები 978წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის ნახსენები, რომელთა მთავრობებიც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული ფისკალური გამჭვირვალობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.
“დეპარტამენტის შეფასებით, ფისკალური გამჭვირვალეობის მინიმალურ მოთხოვნებს შემდეგი ქვეყნების მთავრობები აკმაყოფილებენ: ავღანეთის, ალბანეთის, არგენტინის, სომხეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ბოტსვანას, ბრაზილიის, ბულგარეთის, ბურკინა ფასოს, კაბო- ვერდეს, ჩილეს, კოლუმბიის, კოსტა რიკას, კოტ-დ'ივუარის, ხორვატიის, ჩეხეთის, ელ სალვადორის, ესტონეთის, ფიჯის, საქართველოს, განას, საბერძნეთის, გვატემალას, გაიანას, ჰონდურასის, უნგრეთის, ინდოეთის, ინდონეზიის, ისრაელის, იამაიკის, იორდანიის, ყაზახეთის, კენიის, კოსოვოს, ყირგიზეთის რესპუბლიკის, ლატვიის, ლიეტუვის, მალაიზიის, მალტას, მარშალის კუნძულების, მავრიკის, მექსიკის, მიკრონეზიის (ფედერალური შტატები), მოლდოვას, მონღოლეთის, მონტენეგროს, მაროკოს, ნამიბიის, ნეპალის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პანამის, პარაგვაის, პერუს, ფილიპინების, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სამოას, სენეგალის, სერბეთის, სეიშელის, სიერა ლეონეს, სინგაპურის, სლოვაკეთის, სლოვენიის, სამხრეთ აფრიკის, შრი-ლანკას, ტაილანდის, ტიმორ-ლესტეს, ტოგოს, ტონგას, ტრინიდადი და ტობაგოს, ტუნისის, თურქეთის, უგანდისა და ურუგვაის,“- აღნიშნულია ანგარიშში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფისკალური გამჭირვალობის ყოველწლიური ანგარიში აფასებს იმ 140 ქვეყანას, რომელიც შეერთებული შტატების ფინანსურ დახმარებას იღებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიზანია დარწმუნდეს, რომ „ამერიკული გადასახადის გადამხდელთა ფული, ქვეყნების მიერ, მიზნობრივად არის გამოყენებული“. ანგარიშის შედგენისას სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა აშშ-ის საელჩოებისა და საკონსულოების და აშშ-ის სხვა სამთავრობო სააგენტოებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან მიღებულ ინფორმაციას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania