ბაღდათში ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 მცირეწლოვანია
ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე ხანძარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. გარდაცვლილია ოთხი ბავშვი და ერთი ქალი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.