14/06/201 796 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თენგიზ ცერცვაძე - ისეთი პირი უჩანს, რომ კორონავირუსის პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს გადაებმება

ისეთი პირი უჩანს, რომ კორონავირუსის პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს გადაებმება , - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტომა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი მეორე ტალღაზე, რადგან პირველი არ დასრულებულა. ცერცვაძის აზრით, დიდი ალბათობაა, რომ პირველ და მეორე ტალღას შორის წყვეტა არ იყოს.
„ნუ დავყოფთ ტალღებად, ჯერ მთელს მსოფლიოში პირველი ტალღა გრძელდება. მართალია, დაიკლო შემთხვევებმა, მაგრამ ეს ჩვენთან დაიკლო - საქართველოში და სულ რამდენიმე ქვეყანაა ევროპაში, სადაც შედარებით დაიკლო ინფიცირების მაჩვენებელმა. რომ გადახედოთ მსოფლიო მონაცემებს, მსოფლიოში შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. ეს ყველაფერი პირველი ტალღის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ მთლიანად არ დასრულებულა, ასე რომ მეორე ტალღაზე ჯერ საუბარი არ შეიძლება. ამაზე შეიძლება ვისაუბროთ მაშინ, როცა პირველი მთლიანად დასრულდება, ანუ არ იქნება არც ერთი შემთხვევა და ეს პერიოდი გაგრძელდება გარკვეული პერიოდი, მაგალითად 2 კვირა. ახლანდელი მდგომარეობა უნდა ჩაითვალოს პირველი ტალღის ნარჩენებად, გაგრძელებად. დასუსტდა პირველი ტალღა, თუმცა, გრძელდება. ორი ვარიანტია: ერთი, რომ პირველი ტალღის ნარჩენები თანდათან შემცირდეს და როცა დიდი სიცხეები დაიწყება, დავიდეს იმ დროისთვის მინიმუმამდე. მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, ოქტომბერ-ნოემბერში მეორე ტალღა იქნება თუ არა, უფრო სუსტი იქნება თუ უფრო ძლიერი. მეორე ვარიანტია, რომ პირველი და მეორე ტალღა ისე გადაებას ერთმანეთს, რომ მათ შორის წყვეტა ვერ დავინახოთ, რადგან კორონავირუსს არ აღმოაჩნდა ისეთი სეზონურობა, როგორსაც მოველოდით. საქართველოში კიდევ სეზონურობის გარკვეულ ნიშნებს ამჟღავნებს, სხვაგან არა. ასე რომ, პირველი ტალღის დამთავრებაზე საუბარი არასწორია, შესაძლოა ის დამთავრდეს სადღაც ერთ თვეში და მერე ვიფიქროთ, როგორი იქნება მეორე ტალღა, ჯერ ისეთი პირი უჩანს, რომ პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს გადაებმება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,