14/06/201 952 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე -"ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს ვერაფერი უშველის

კობახიძის განცხადებით, ფაქტობრივად, ვლინდება ხელისუფლების ჩანაფიქრები. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ვერაფერი უშველის , - ასე ეხმიანება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, არჩევნების ოქტომბერში ჩატარების საკითხი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება ობიექტურ გარემოებებზე, თუმცა, კობახიძის განცხადებიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას კორონავირუსის თემით მანიპულირება აქვს გადაწყვეტილი.
”ამ განცხადებით ფაქტობრივად, ვლინდება ხელისუფლების ჩანაფიქრები. ეს ან წამოცდენა იყო ან საცდელი ინფორმაციის სახით გაახმოვანა კობახიძემ ეს აზრი, რათა ენახათ, თუ რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს. ეს ემსახურება რამდენიმე მიზანს, პირველი ის, რომ უნდა მოადუნონ ოპოზიციის აქტივობა და გაურკვევლობაში ჩააგდონ საარჩევნო სუბიექტები. ამასთან, მათ გადაწყვეტილი აქვთ კორონავირუსის თემით მანიპულირება-უნდა ჩაატარებენ ოქტომბერში არჩევნებს, უნდათ - არა, როგორც მათ აწყობთ იმის მიხედვით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მათი რეიტინგი. თუ ოქტომბერში არ მოეწონებათ რეიტინგი, დღეში 5 შემთხვევაც რომ იყოს ქვეყანაში, შეეცდებიან დაძაბული ვითარება შექმნან, გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა და შემდეგ არჩევნები გადაწიონ. როგორც ჩანს, გეგმავენ რა დროში ააწყობენ პიარს, ფულს, საკუთარ რეიტინგს და ა.შ. რა თქმა უნდა, არჩევნების გადადება დაუშვებელია, რადგან საკონსტიტუციო ციკლიდან არ უნდა ამოვარდეს ქვეყანა. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ვერაფერი უშველის. თუნდაც კონგრესმენების ბოლო განცხადებები მოწმობს იმას, რომ მათთვის უკვე გამოტანილია განაჩენი,“- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, "ქართლი ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.
"თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია, თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად, დეკემბერში",- განაცხადა კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA