Babajana LOGO

სასამართლოს გადაწყვეტილება - გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

11 ივნისს 2020 10:37ნახვები 720წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება.
მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოს სანაცვლოდ არ შეეცვალა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის 10 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ბრალდების მხარემ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა. აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა. სასამართლოსთან მობილიზებული არიან პოლიტიკოსები.
ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania