Babajana LOGO

სააკაშვილის მიმართვის გამო ზალკალიანის უწყება უკრაინის ელჩს იბარებს

11 ივნისს 2020 07:51ნახვები 893წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში უკრაინის ელჩს იბარებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო ზალკალიანის უწყება უკრაინელი დიპლომატისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს. ოფიციალური თბილისის გაღიზიანების მიზეზი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ვიდეო მიმართვა გახდა, სადაც იგი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. დავით ზალკალიანის შეფასებით, ეს არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.
"ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის პირდაპირი ჩარევა უკრაინის მოქალაქის, რომელიც ამჟამად არის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ სარჩევნო პროცესში. შეგვიძლია სიტყვასიტყვით გავშიფროთ მისი თითოეული გამონათქვამი და მერე მაინტერესებს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან, ამაზე გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, ელჩს ჩვენ დავიბარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania