Babajana LOGO

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა

03 ივნისს 2020 03:24ნახვები 459წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 800 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6- ით გაიზარდა და 640 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 პირი. საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania