Babajana LOGO

სუს-ი - ჩორჩანასთან პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე რეაგირება ხორციელდება

30 მაისს 2020 08:00ნახვები 1 197წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, ოკუპანტების მიერ ახალ ნიშნულების გაკეთების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე რეაგირება ხორციელდება“.
“ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას 2019 წლიდან აწარმოებენ. ტყის მასივში აღმართულია უკანონო ინსტალაციები და გარკვეულ მონაკვეთებზე გაკეთებულია უკანონო მონიშვნები.
სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია წარმოადგენს ჟენევის დისკუსიებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვა ფორმატების მთავარ განსახილველ საკითხს. პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით. ამავდროულად, პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები”, -განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში .

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania