Babajana LOGO

პრემიერი ოპოზიციას - თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს რომ ხარჯავდა და თქვენ რომ იწერდით, ახლა მოდიხართ და მორალს მიკითხავთ მე?

27 მაისს 2020 10:09ნახვები 1 230წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს რომ ხარჯავდა და თქვენ რომ იწერდით, ახლა მოდიხართ და მორალს მიკითხავთ მე? - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თუ როგორ მოხდება სარეზერვო ფონდში აკუმულირებული თანხის გამოყენება. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს სახსრები იმ სფეროში იქნება გამოყენებული, სადაც ამის მეტი საჭიროებაა და გარდა ამისა დამატებითი სახსრებიც იქნება მოძიებული.
„არ მიყვარს ამაზე საუბარი. თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს რომ ხარჯავდა და თქვენ რომ იწერდით, მერე გამოდიოდით და ამბობდით, რომ პატრულს ამდენი მანქანა ჰყავს, ამას ჩავაცვით, ამას დავახურეთ და ახლა თქვენ მოდიხართ და მორალს მიკითხავთ მე?! კიდევ ერთ რამეს გეტყვით, რეალურად დღეს მიმდინარე საკასო ხარჯების ნაწილში, საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს და ეს გადმორიცხული თანხა, ყველა ადამიანის კეთილი ნება იყო და ამ კეთილ ნებას ჩვენ გამოვიყენებთ. აქ რამდენიმე კარგი წინადადება მოვისმინე, თქვენგანაც სხვათა შორის, რასაც ასევე გამოვიყენებ. ოღონდ მერე თქვენ შეიძლება რაღაც დისკომფორტი შეგექმნათ, რაღაცას დაარქმევთ ამას, პოლიტიკურ მოტივაციას ან რაღაცას, მაგრამ რამდენიმე თქვენგანმა თქვა, რომ ყველას დაეხმარეთო. მივხედავთ ჩვენ ყველას და ამ სახსრებსაც გამოვიყენებთ იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება და სხვა სახსრებსაც მოვიძიებთ, ამის პრობლემა ნუ გაქვთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals