Babajana LOGO

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს ბოდიში მოუხადა

25 მაისს 2020 08:22ნახვები 1 778წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
სომხეთის  ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი საქართველოს ანტი-ეპიდემიური სისტემის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე ბოდიშს იხდის.
მინირტის პოზიცია საჯაროდ მისმა პრეს-სპიკერმა გაავრცელა. ალინა ნიკოგოსიანი აცხადებს:
"ვწუხვართ ჯანდაცვის მინსიტრის მხრიდან გაკეთებულ კომენტარზე, რომელმაც გაუგებრობა  და პოლიტიკური სპეკულაცია გამოიწვია."
რამდენიმე დღის წინ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს ანტი-ეპიდემიური სისტემის ეფექტურობასა და ქართული მხარის გამჭვირვალობაში შეიტანა ეჭვი. არსენ ტოროსიანმის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო კოვიდ-19 ინფექციის რეალურ შედგებს არ ასაჯაროვებს. მეზობელი ქვეყნის კომენტარს ქართული მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. 
ეპიდემიოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრისგან  ბოდიშის მოხდა მოითხოვა.  

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office