Babajana LOGO

უკრაინაში საქართველოს ელჩი სააკაშვილის დანიშვნაზე - არ ვიზიარებ კრიტიკას, რომ საელჩომ ვერ იმუშავა

25 მაისს 2020 04:51ნახვები 1 319წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
უკრაინაში საქართველოს ელჩი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, თბილისში კონსულტაციისთვის გამოიწვიეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.
როგორც უწყებაში შესვლამდე ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ იზიარებს პოზიციას, რომ საელჩომ შესაბამისად ვერ იმუშავა. მისივე განმარტებით, დღევანდელი კონსულტაციებისას საუბარი ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს შეეხება.
“დამთავრდა კარანტინი, მოვედი კონსულტაციებზე, მიზეზი თქვენთვის კარგად არის ცნობილი. ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშომრლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები, როდის დამთავრება ვერ გეტყვით… არ ვიზიარებ კრიტიკას, რომ საელჩომ ვერ იმუშავა. მე რაც ჩამოვედი, სულ მაგას გეუბნებით, რომ მქონდა კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე უკრაინის და მოგახსენეთ უკვე, რომ გადავეცით საპროტესტო ნოტა, პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსტულაციისთვის და ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ ამ კონსულტაციებს”, - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, როდის დაბრუნდება უკრაინაში, “ეს ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, მისი კომპეტენცია არ არის”. როგორც ელჩი აცხადებს, “რასაკვირველია, მნიშვნელოვანია” საქართველოს უკრაინაში ელჩი ჰყავდეს. მისივე განცხადებით, მიმდინარე მოვლენები ორ ქვეყანას შორის სიტუაციას არ გაამძაფრებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესახებ ცნობილი 8 მაისს გახდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდებოდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office